მეტრეველი მსოფლიო რეიტინგში 120 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს ნაკრებმა ATP Cup-ზე ერთეულთა თანრიგში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდრე მეტრეველმა (678) ურუგვაელი მეტოქე, ფრანკო რონკადელი 2 სეტში, 6:1; 6:2 დაამარცხა.

დაპირისპირება მხოლოდ 52 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც მეტრეველმა რონკადელი 5-ჯერ დააბრეიკა. ალექსანდრემ 19 წლის ჩოგბურთელთან 2 ეისი შეასრულა და მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა აღნიშნული გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგში სერიოზული წინსვლა განიცადა. მეტრეველი 120 პოზიციით დაწინაურდა და 678-ე ადგილიდან 558-ზე გადაინაცვლა

მეტრეველი მსოფლიო რეიტინგში 120 პოზიციით დაწინაურდა 1

მეტრეველი მსოფლიო რეიტინგში 120 პოზიციით დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-