ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია, ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მსოფლიოს 27-ე ჩოგანს ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი, ბრალს ძალადობაში სდებს. საქართველოს პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ცნობილია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოწერილია ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაზე – გამოძიების მტკიცებით, 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო.

როგორც ცნობილია, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შსს-ში ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დაკავებულია, ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს

სტატიის ავტორი
-