ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა

რამდენიმე წუთის წინ, ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ლიონის ჩელენჯერის ნახევარფინალში ოჟე-ალიასიმს (28) დაუპირისპირდა.

ქართველი ჩოგბურთელი ურთულეს ბრძოლაში – 6:2; 6:7, 4:6 დამარცხდა და ფინალში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

პირველი სეტის მარტივად მოგების შემდეგ, ნიკოლოზს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა,

მე-2 სეტში ნიკოლოზს 4:4-ზე სამმაგი ფარული მატჩ პოინტიც კი ჰქონდა ჰქონდა, თუმცა ჩოგბურთელმა ძალიან რეალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და საბოლოოდ ტაიბრეიკზე დამარცხდა – 6:7.

რაც შეეხება მე-3 სეტს, ყველაფერი თითქოს მე-2 ტაიბრეიკამდე მიდიოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ბასილაშვილი მე-7 გეიმში დაბრეიკდა, ოჟე-ალიასიმმა კი საქმე ბოლომდე მიიყვანა – 4:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ფინალში ვერ გავიდა

სტატიის ავტორი
-