ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირის მე-3 ეტაპზეა!

ახალი კვირიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 26-ე პოზიციაზეა, რაც გასულ წელს პეკინის 500-ქულიანი ტურნირზე მოპოვებული ტიტულის “დაუცველობის” შედეგია.

ქართველი ჩოგბურთელი შანხაის მასტერსზე ასპარეზობს, ის პირველ რაუნდში რადუ ალბოტს შეხვდა, რომელსაც 3-სეტიან ბრძოლაში გაუმკლავდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ფრანგი მეტოქე – ბენუა პერი ელოდა.

ბასილაშვილმა პერის ბარიერიც დაძლია, მან ფრანგი ოპონენტი 3-სეტში, ანგარიშით – 6:4, 1:6, 6:1 დაამარცხა.

მომდევნო ეტაპზე ნიკოლოზის მეტოქე დიდი ალბათობით დომენიკ ტიმი იქნება, სწორედ ამ უკანასკნელმა შეძლო და წლევანდელ პეკინის ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირის მე-3 ეტაპზეა!

სტატიის ავტორი
-