ნიკოლოზ ბასილაშვილი US OPEN-ს გამოეთიშა

აშშ-ის ღია პირველობის მე-5 დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 118-ე ჩოგანს, დომინიკ კოეფერს დაუპირისპირდა.

საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მე-3 წრეში 25 წლის გერმანელთან 4 სეტში დამარცხდა – 3:6; 6:7; 6:3; 1:6.

ნიკოლოზისთვის საკუთარი ჩაწოდება კვლავ პრობლემატური იყო. ბასილაშვილმა 4-სეტიან თამაშში 14 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

სამწუხაროდ, ქართველ ჩოგბურთელს კოეფერთან 68 ორმაგი შეცდომა მოუვიდა, როდესაც 118-ე ჩოგან გერმანელს მხოლოდ 28 შეცდომა ჰქონდა.

დღევანდელი მარცხით ნიკოლოზ ბასილაშვილი US OPEN-ზე გამოსვლას ასრულებს. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა წინა წლის შედეგი (1/8 ფინალი) ვერ გაიმეორა, რის გამოც 90 სარეიტინგო ქულა დაკარგავს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი US OPEN-ს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-