ნიკოლოზ ბასილაშვილის მომავალი მეტოქე გაირკვა

დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართა ჩინეთის, კერძოდ ბეიჯინგის ATP-ის 1/8 ფინალური მატჩები, სადაც ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიოს რეიტინგის 28-ე ჩოგანს, ესპანელ ფედერიკო ვერდასკოს დაუპირისპირდა და ორ სეტში დაამარცხა (7:6 ; 6:4).

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბეიჯინგის ATP-ს 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტუნისელი 61-ე ჩოგანი მალეკ ჯაზირი იქნება, რომელმაც დღეს მსოფლიოს მე-5 ჩოგანი ალექსანდრ ზვერევი 3 სეტში (7:6; 2:6; 6:4) დაამარცხა.

ნიკოლოზისა და ჯაზირის დაპირისპირება ხვალ, 5 ოქტომბერს თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

Live.ge წარმატებას უსურვებს ნიკოლოზ ბასილაშვილს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომავალი მეტოქე გაირკვა

სტატიის ავტორი
-