ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ბუდაპეშტის ტურნირზე ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირზე იწყებს ასპარეზობას.

ქართველი ჩოგბურთელი თავის პირველს შეხვედრას ხვალ, გერმანელ, პიტერ გოიოვჩიკთან (85) გამართავს, რომელმაც დღეს პირველ ეტაპზე ჯორჯ ჰარისი 2 სეტში – 7:5; 6:4 დაამარცხა.

ნიკოზ ბასილაშვილმა უნგრეთის ტურნირზე წინა წელსაც ითამაშა. შარშან ქართველმა ჩოგბურთელმა 1/4-ფინალში გააღწია, სადაც ანდრეა სეპისთან წააგო – 4:6; 5:7.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ATP ბუდაპეშტის 2018 წლის გათამაშების დროს ნიკოლოზი მსოფლიო რეიტინგში 79-ე პოზიციაზე იყო, ახლა კი ბასილაშვილი მე-18 ადგილს იკავებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 500 000 ევროზე მეტია, ნიკოლოზ ბასილაშვილი მე-4 ნომრადაა განთესილი.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ბუდაპეშტის ტურნირზე ცნობილია

სტატიის ავტორი
-