ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა (ვიდეო)

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა.

ლეგენდარული სერბი რამდენიმე წუთის წინ, რუს, დანილ მედვედევთან (14) 3 სეტში დამარცხდა – 3:6; 6:3; 2:6 და ტურნირს მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

დაპირისპირება 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ძალიან დაძაბულ თამაშში მედვედევმა 5, ჯოკოვიჩმა კი 2 ბრეიკი შეასრულა.

დანილ მედვედევი, რომელიც მასტერსის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა, ხვალ კიდევ ერთ სერბს, დუშან ლაიოვიჩს (48) ეთამაშება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი მონტე კარლოს მასტერსს გამოეთიშა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-