ფედერერმა კარიერაში 101-ე ტიტული მოიპოვა

რამდენიმე წუთის წინ მაიამის მასტერსის ფინალური მატჩი დასრულდა.

გადამწყვეტ თამაშში როჯერ ფედერერი (5) ჯონ ისნერს (9) დაუპირისპირდა და მეტოქე 2 სეტში დაამარცხა – 6:1; 6:4.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელ ჩოგბურთელს ATP მაიამის წლევანდელ ტურნირზე აქამდე სეტიც კი არ ჰქონდა წაგებული, როჯერმა კი აშშ-ში მხოლოდ 1 სეტი დათმო.

ისნერისა და ფედერერის ორთაბრძოლა საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. ამერიკელმა თამაშში 9 ეისი შეასრულა და ფედერერს 3 ეისით აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ჯონს პირველ ჩაწოდებაზე 74%-იანი სიზუსტე ჰქონდა, ფედერერს კი 54%.

საბოლოო ჯამში, ლეგენდარულმა როჯერმა კარიერაში 101-ე ATP ტიტული მოიგო, მაიამის მასტერსს კი მეოთხედ დაეუფლა.

 

 

ფედერერმა კარიერაში 101-ე ტიტული მოიპოვა

სტატიის ავტორი
-