ფედერერმა კარიერაში მე-100 ტურნირი მოიგო (მიმოხილვა)

დღეს დუბაის 500-იანთა თანრიგის ტურნირი დასრულდა.

ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა (7) მსოფლიოს მე-11 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი ორ სეტში – 6:4; 6:4 დაამარცხა და მე-100 კარიერული ტიტული მოიპოვა.

ფინალური დაპირისპირება ძალიან ხანმოკლე გამოდგა და სულ რაღაც, საათსა და 11 წუთში დასრულდა.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ფედერერმა თამაშში 6 ეისი შეასრულა, ორმაგი შეცდომა კი არ ჰქონია. ციციპასს საპასუხოდ – 4 ეისი და 2 ორმაგი.

აღსანიშნავია, რომ როჯერი პირველ ჩაწოდებაზე 76% სიზუსტით აწოდებდა, ციციპასი კი ამ მხრივ შვეიცარიელს ჩამორჩებოდა – 69%.

დუბაის ტურნირის მოგებისთვის ფედერერმა 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მე-4 პოზიციაზე გადავიდა. ბერძენი ციციპასი მე-10 ჩოგანი გახდა.

 

სტატიის ავტორი
-