“საამაყო ხარ” – შოთა არველაძე ბასილაშვილის გამარჯვებაზე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელის ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში შოთა არველაძე გამოეხმაურა: “ფედერერი დამარცხებულია! ნიკოლოზ, საამაყო ხარ,” – წერს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი.

ფედერერი დამარცხებულია!
Nikoloz Basilashvili საამაყო ხარ 👏🇬🇪

Posted by Shota Arveladze on ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბასილაშვილმა როჯერს 3 სეტში – 3:6; 6:1; 7:5 მოუგო. ნიკოლოზი ნახევარფინალში ტეილორ ფრიტცს შეხვდება

“საამაყო ხარ” – შოთა არველაძე ბასილაშვილის გამარჯვებაზე

სტატიის ავტორი
-