ტოკიოს ოლიმპიადა | ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში ცნობილია

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებულად ასპარეზობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში კარბალეს ბაენასთან (90) მარტივი გამარჯვება მოიპოვა და გავიდა 1/16 ფინალში, სადაც მისი მეტოქე უკვე ცნობილია.

ბასილაშვილი იტალიელ ლორენცო სონეგოს (26) შეხვდება. 26 წლის ჩოგბურთელმა თავისი პირველი თამაში ტარო დანიელთან (110) მძიმე ბრძოლაში,  4:6; 7:6; 7:6 მოიგო.

 

ტოკიოს ოლიმპიადა | ბასილაშვილის მეტოქე მეორე წრეში ცნობილია

სტატიის ავტორი
-