წარმოშობით ქართველი, რუსეთის ნაკრების ყოფილი ჩოგბურთელი ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერც ოლიმპიურ თამაშებსა და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებში.

რუსეთის დასჯის მიზეზი დოპინგის მოხმარების გახმაურებული ფაქტი გახდა –  ცნობილია, რომ რუსებმა ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები გააყალბეს.

აღნიშნულ ფაქტს რუსეთის ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი, წარმოშობით ქართველი, ანა ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “ეს ჩავარდნაა.”

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჩაკვეტაძის პროფესიონალური კარიერა 2003 წელს დაიწყო, 2013-ში კი ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო დასრულდა. ანამ საუკეთესო შედეგი 2007 წელს დააფიქსირა, როცა ის მსოფლიოს მე-5 ჩოგანი იყო.

 

წარმოშობით ქართველი, რუსეთის ნაკრების ყოფილი ჩოგბურთელი ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

სტატიის ავტორი
-