ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მოგებით

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი, ანდრეი რუბლევი 3 სეტში – 7:5; 4:6; 6:3 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა გერმანიაში ჩემპიონობით 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა.

რაც შეეხება გამომუშავებულ თანხას, ბასილაშვილი რუბლევის დამარცხებით 354,845 ევროს მიიღებს.

ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მოგებით

სტატიის ავტორი
-