ცონგამ კარიერა ტრავმითა და ცრემლებით დაასრულა | VIDEO

მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა, ჟო-ვილფრიდ ცონგამ კარიერა დაასრულა.

ლეგენდარულმა ფრანგმა ჩოგბურთელმა კარიერის ბოლო მატჩი დღეს, როლან გაროსზე ჩაატარა. ცონგა კასპერ რუდის წინააღმდეგ 4 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 7:6; 6:7  2:6; 6:7 დამარცხდა. გადამწყვეტი ტაიბრეიკის წინ ჟოს მხრივ ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც ის ბურთის ძლიერად ჩაწოდებასაც ვერ ახერხებდა.

ცონგას ფინალური შეხვედრა ემოციური გამოდგა – რუდის ექვსმაგი მატჩ პოინტის დროს 37 წლის ფრანგმა ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა, სამშობლოში შეკრებილმა გულშემატკივარმა კი ლეგენდა ტაშით გააცილა.

კარიერის მანძილზე ჟო-ვილფრიდ ცონგამ 18 ტიტული მოიგო. ფრანგი 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია.

 

ცონგამ კარიერა ტრავმითა და ცრემლებით დაასრულა | VIDEO

სტატიის ავტორი
-