უიმბლდონი | მანარინოს მძიმე ტრავმა – ფრანგი დანებდა, ფედერერი მეორე ეტაპზეა | VIDEO

უიმბლდონის პირველ წრეში ლეგენდარული როჯერ ფედერერი ანდრია მანარინოს (41) დაუპირისპირდა.

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ როჯერი სეტებში 1:2 უკან იყო, მან ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა. მეოთხე სეტის მიწურულს მანარინოს არ გაუმართა. ფრანგს კორტზე ფეხი დაუსრიალდა და მუხლის ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

იხილეთ ვიდეო:

როჯერ ფედერერი 1/32 ფინალში რიჩარდ გასკესა (56) და იუჩი სუგიტას (110) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

უიმბლდონი | მანარინოს მძიმე ტრავმა – ფრანგი დანებდა, ფედერერი მეორე ეტაპზეა | VIDEO

სტატიის ავტორი
-