თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა კარიერა საბერძნეთში გააგრძელოს

ბერნძული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევმა, თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა კარიერა ბერძნულ გრანდში გააგრძელოს.

როგორც ირკვევა, “ანორთოსისის” ათიანის დამატებით “პანათინაიკოსი” ინტერესდება. შესაძლოა ათელენელებს ახალი მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი სერბი სპეციალისტი, ივან იოვანოვიჩი ჰყავდეთ, რომელსაც კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ფეხბურთელი შესთავაზა, ამ სიაში კი ერთ-ერთი სწორედ თორნიკე ოქრიაშვილია. კვიპროსში გატარებული ორი სეზონის განმავლობაში, ბერძნული კლუბი 29 წლის ქართველ შემტევს აკვირდებოდა.

თორნიკე ოქრიაშვილმა “ანორთოსისში” ორი წლის განმავლობაში ითამაშა და 35 შეხვედრაში 12 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მან კვიპროსის თასის მოგება მოახერხა.

თორნიკე ოქრიაშვილმა შესაძლოა კარიერა საბერძნეთში გააგრძელოს

სტატიის ავტორი
-