“გასწავლით შერიფის დამარცხებას” – საბურთალოს კომენტარი რეალის მარცხზე

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი სენსაციის, ტირასპოლის “შერიფის” გამარჯვებას მადრიდის “რეალთან” “საბურთალო” გამოეხმაურა.

ესპანელთა ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტის კომენტარებში თბილისელები “რეალს” გაეხუმრნენ: “შეგვიძლია გასწავლოთ, როგორ დაამარცხოთ შერიფი.”

"გასწავლით შერიფის დამარცხებას" - საბურთალოს კომენტარი რეალის მარცხზე 1

შეგახსენებთ, რომ “საბურთალო” მოლდოვის ჩემპიონს 2 წლის წინ, თავისთვის სადებიუტო ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდა. გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მაშინ “შერიფს” სტუმრად 0:3 მოუგო, თბილისში კი 1:3 დამარცხდა. ორი მატჩის შედეგით შემდეგ ეტაპზე “საბურთალო” გავიდა.

რაც შეეხება “შერიფს”, იური ვერნიდუბის გუნდის ზღაპრული სეზონი გრძელდება – 2 ტურის შემდეგ 6 ქულა და პირველი ადგილი იმ ჯგუფში, რომელშიც “ინტერი”, “რეალი” და “შახტარი” თამაშობენ.

 

“გასწავლით შერიფის დამარცხებას” – საბურთალოს კომენტარი რეალის მარცხზე

სტატიის ავტორი
-