15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით…

ერლინგ ჰოლანდი მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ეს ყველაფერი იქედან გამომდინარეობს, რომ ნორვეგიელი მაყურებლებსა და ფეხბურთის გულშემატკივარს სულ უფრო და უფრო აოცებს. გთავაზობთ 15 ფაქტს, რომელიც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება აქამდე არ იცოდით:

1 მისი გვარი არის ჰოლანდი და არა ჰალანდი

ერლინგ ჰოლანდს საქართველოში ჰალანდს, რიგ შემთხვევებში კი ჰაალანდს უწოდებენ, რაც შეცდომაა. ნორვეგიულად, მისი გვარია Håland, å-ს კი ნორვეგიელები გამოთქვამენ, როგორც ასო-ბგერა ო-ს. შესაბამისად, მისი გვარია ჰოლანდი და არა ჰალანდი

 

2 ის დაიბადა ლიდსში და ადგილობრივი გუნდის ქომაგია

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 1

დიახ, “ლიდს იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” მცველის, ალფ-ინგე ჰოლანდის შვილი ინგლისში, ქალაქ ლიდსში, 2000 წელს დაიბადა. 2017 წლის ინტერვიუში ჰოლანდმა თქვა: “ჩემი ოცნება ლიდსთან ერთად პრემიერ ლიგის მოგებაა”.

 

3 მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი 5 წლის ასაკში

2006 წლის 22 იანვარს ადგილიდან ხტომაში ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომელიც ამ დრომდე ძალაშია. 5 წლის ასაკში მან 1 მეტრისა და 63 სანტიმეტრის სიგრძეზე გადახტომა მოახერხა. 

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 2

 

 

4 მისი დედა იყო საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი ჰეპტატლონში

ჰოლანდის მამა საკმაოდ ცნობილი ადამიანია, რაც შეეხება მის დედას, მან საკუთარი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ჰეპტალიონში მოიპოვა. ჰეპტატლონი არის სპორტის სახეობა, რომელიც მძლეოსნობის კატეგორიიდან 7 სპორტს აერთიანებს.

5 პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 3

ჰოლანდის დებიუტი “ბრაინის” რიგებში შედგა. “ბრაინი” ნორვეგიის იმ ქალაქის გუნდია, სადაც ჰოლანდი ცხოვრობდა. 

 

6 ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჰოლანდის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 4

2017 წელს ჰოლანდი “მიოლდეს” რიგებში ასპარეზობდა, სადაც იმ პერიოდში ამჟამინდელი “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი – ოლე გუნარ სოლსკიაერი მოღვაწეობდა. 

“ოლემ ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა”, – განაცხადა ჰოლანდმა. 

 

7 ჰოლანდს “მიოლდეში” “კაც-ბავშვის” ზედმეტსახელით იცნობდნენ

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 5

გამომდინარე ჰოლანდის იერსახიდან და ფიზიკური აღნაგობიდან მას “კაც-ბავშვს” (Manchild) ეძახდნენ. ასევე ჰოლანდი საკუთარ ასაკთან მიმართებაში საკმაოდ ჩამოყალიბებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

 

8 იყო პერიოდი, როცა რეპერობა სურდა


ჰოლანდს იმდენად სურდა რეპერობა, რომ შოუბიზნესში მოღვაწეობისთვის სახელიც კი შეირჩია – “Flow Kingz”, თუმცა საბოლოოდ ამ ეტაპისათვის მისგან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია სახეზე. 

 

9 კამერასთან ურთიერთობისას საკუთარი თავის დაკარგვის არასოდეს ეშინია

მაშინ, როცა ჰოლანდი კამერის წინ დგება თითქმის არასოდეს უჩნდება განცდა, რომ შესაძლოა საკუთარი თავი დაკარგოს და ამ ყველაფრით საჯაროდ “შერცხვეს”, ამას არაერთი ვიდეო ადასტურებს. 

10 ჰოლანდმა ერთ მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა

20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდმა ჰონდურასის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 9 გოლის გატანა მოახერხა, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთის მცოდნეთა ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო.

11 ჰოლანდის რჩეული სპორტსმენი ზლატან იბრაჰიმოვიჩია

“ძალიან ბევრი სპორტსმენი მომწონებია, თუმცა ადამიანი, რომელშიც ყოველთვის საოცარ და ჩემთვის აღმაფრთოვანებელ თვისებებს ვხედავ, ზლატან იბრაჰიმოვიჩია”, – ერლინგ ჰოლანდი.

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 6

12 ჰოლანდს 19 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი მიღწევა აქვს

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 7

“პარი სენ-ჟერმენთან” გატანილი გოლების შედეგად, ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 10 გოლი მოუგროვდა, რაც ამ ტურნირის ისტორიაში, მეოთხედფინალურ ეტაპამდე, არავის გაუკეთებია.

ასევე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დებიუტანტმა ფეხბურთელმა 10 გოლის გატანა შეძლო. ამავე დროს, ჰოლანდი არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. სამი გოლის გატანა მან “ზალცბურგის” შემადგენლობაში შეძლო, როდესაც მისი ყოფილი გუნდი “გენკს” ეთამაშებოდა.

13 მისი რჩეული მუსიკალური კომპოზიცია – ჩემპიონთა ლიგის ჰიმნია

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 8

“ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ბავშვობიდან ვუსმენდი და ნამდვილად ძალიან მიყვარს, მისი სტადიონზე მოსმენა კი საოცრებაა”, – ერიკ ჰოლანდი.

14 ინტერვიუების დროს სიტყვაძუნწია

ჰოლანდი ინტერვიუების დროს ვრცელი კომენტარებით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგალითად გთავაზობთ ერთ-ერთ ინტერვიუს:

15 ის კრიშტიანუ რონალდუს დიეტას იცავს

“კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მიზანსწრაფული სპორტსმენია, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი დიეტა და სტილი საფეხბურთო ფორმის შენარჩუნებისთვის მიზანშეწონილია.

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით... 9

15 რამ რაც ერლინგ ჰოლანდის შესახებ შეიძლება არ იცოდით…

სტატიის ავტორი
-