20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო)

ფეხბურთის ისტორიაში არიან მოთამაშეები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით არა მხოლოდ ფეხბურთის განვითარებაში, არამედ საკუთარი ქალაქისა თუ დასახლებული პუნქტის ცხოვრების შეცვლაში. ამიტომაც გთავაზობთ 20 ფეხბურთელს, რომელთაც თავიანთი სახელობის ან ქუჩა, ან შენობა აქვთ.

დიდიე დროგბა

ლეგენდარულმა კოტ-დ’ივუარელმა ფეხბურთელმა თავისი პირველი კლუბი დააფინანსა, რის გამოც გუნდის სტადიონს “სტად დიდიე დროგბა” დაარქვეს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 1

ჟი-სუნ პარკი

სამხრეთ კორეაში ბევრი მაგისტრალია, თუმცა ქალაქ სუვონში ერთ-ერთს “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელის, ჟი-სუნ პარკის სახელი ჰქვია.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 2

ჯორჯ ბესტი

2006 წელს ლეგენდარულ ფეხბურთელს 60 წელი შეუსრულდებოდა. ის 2005 წელს გარდაიცვალა. ამიტომაც, მის საპატივცემულოდ ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში მდებარე აეროპორტს მისი სახელი დაარქვეს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 3

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

თუ ხართ პარიზში და თან შიმშილმა შეგაწუხათ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ “დოგის კაფე”-ში და მიირთვათ ზლატან ბურგერი. ის 2013 წელს დაამზადეს. 600 გრამიანი ბურგერი 25 ფუნტი ღირს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 4

მესი, ნეიმარი, სუარესი

რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის ზოოპარკში დაიბადა სამი პუმა. სამივე აგრესიული და შემტევი. ამიტომაც მათ MSN შეარქვეს, რაც ლიონელ მესის, ლუის სუარესს და ნეიმარს ნიშნავს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 5

ემანუელ ემენიკე

“ვესტ ჰემის” ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელ ემენიკემ მშობლიურ ქალაქ ლაგოსში უძრავი ქონება შეიძინა 500 მილიონ ნაირად, რაც ჩვენს ვალუტაში, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია. ამიტომაც ლაგოსში ემენიკეს სახელობის ქუჩა არსებობს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 6

იოჰან კრუიფი

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის იოჰან კრუიფის საპატივცემულოდ ერთ-ერთ ასტეროიდს მისი სახელი უწოდეს. აქამდე ასტეროიდს გაცილებით პროზაული “სახელი” – ნომერი: 14282 – ერქვა. “კრუიფი” 9-კილომეტრიანი დიამეტრის ციური სხეულია, ის მზის გარშემო ერთ ბრუნს 5 წელიწადს, 3 თვესა და 18 დღეს ანდომებს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 7

კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიელ ვარსკვლავს პატივი აქვს ევროპის სამხრეთ ობსერვატორიაში  ადგილი დაიმკვიდროს. აღნიშნულმა  ასტრონომიულმა  კვლევის ორგანიზაციამ, ახლად მონათლული CR7 galaxy,  მბრწყინავ და ადრეულ სამყაროში ნაპოვნად დაასახელა.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 8

ანტონინ პანენკა

ჩეხმა ფეხბურთელმა გაიტანა გადამწყვეტი პენალტი ევრო 1976-ზე, რომლითაც მოუტანა ევროპის ჩემპიონის ტიტული საკუთარ ნაკრებს და გახდა ტურნირის სიმბოლური გუნდის წევრი. მან პენალტი გაიტანა ცენტრში, მსუბუქი დარტყმით, ბურთის ჰაერში აგდებით. პენალტის გატანის ამ ტექნიკას კი პანენკას სახელი დაერქვა.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 9

ჟოზე მოურინიო

პორტუგალიელი სპეციალისტი, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელო, რომელსაც პორტუგალიის ქალაქ სეტუბალში საკუთარი სახელობის გამზირი აქვს. გამზირს ჟოზეს სახელი 2013 წელს დაერქვა.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 10              20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 11

ჯეკი მილბურნი

“ნიუკასლის” ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელსაც საკუთარი სახელობის ლოკომოტივი აქვს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 12

არსენ ვენგერი

ფრანგი სპეციალისტის სახელი ასტეროიდს მიანიჭეს, რომელიც მანამდე სხვა სახელით იყო ცნობილი.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 13

ალესანდრო დელ პიერო

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის სახელს ატარებს ვენეციის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთი სანაპირო. მას ეს სახელწოდება 2013 წლიდან მიენიჭა.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 14

სტივენ ჯერარდი

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამჟამად გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა მარტივი 1 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. დუბაიში მისი სახელობის ცატამბრჯენი არსებობს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 15

ბილი რაიტი

2008 წელს ბილი რაიტის სახელობის მეტრო სადგური გამოჩნდა. ლეგენდარული ფეხბურთელი 1994 წელს გარდაიცვალა.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 16

დიეგო მარადონა

როდესაც დიეგო მარადონას პირველმა კლუბმა, “არხენტინოს ხუნიორსმა” სტადიონის რეკონსტრუქცია დაასრულა, მას დიეგო არმანდო მარადონას სახელი მიანიჭეს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 17

ბრაიან კლაფი

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ბრაია კლაფის სახელობის გზა ეწოდა დერბისა და ნოტინგემის დამაკავშირებელ მონაკვეთს.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 18

დავიდ ბეკჰემი

ჩინეთში პრეზერვატივები გამოვიდა დევიდ ბეკჰემის გამოსახულებით. მაშინ ინგლისელი ფეხბურთელი ფორმის პიკში იყო.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 19

მატ ლე ტისიე

ინგლისელი ფეხბურთელი, რომლის სახელიც თვითმფრინავს დაარქვეს 2007 წელს. მატ ლე ტისიეს სახელობის თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა გუერნსიდან საუთჰემპტონამდე.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 20

ალან შირერი

კიდევ ერთი ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, რომლის სახელობის ქუჩაც არსებობს, ოღონდ არც ინგლისში და არც ევროპის სხვა ქვეყანაში, არამედ ომანში.
20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო) 21

 

 

20 რამ, რასაც ფეხბურთელის სახელი ეწოდება (ფოტო)

სტატიის ავტორი
-