31 გოლი 3 მატჩში – 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ბელარუსთან განადგურდა

საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ბელარუსთან განადგურებით – 0:8 დაასრულა.

სალომე ხუბულურის გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევ რაუნდში ჩატარებულ 3 მატჩში გოლი ვერ გაიტანა და საპასუხოდ 31 ბურთი მიიღო.

ქართველები ჯერ კოსოვოსთან 0:13 განადგურდნენ, შემდეგ კი ლუქსემბურგთან დამარცხდნენ (0:10). როგორც გითხარით, ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან 0:8 დათმო.

31 გოლი 3 მატჩში – 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები ბელარუსთან განადგურდა

სტატიის ავტორი
-