55 კაციანი შემადგენლობა – დე ხეა მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ლუის ენრიკემ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე – დავიდ დე ხეა, 2022 წლის ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დატოვა.

ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 55 კაციანი წინასწარი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26 ფეხბურთელი შეირჩევა.

მიუხედავად ფართო შემადგენლობისა, როგორც ჩანს ეროვნულ ნაკრებში დე ხეასთვის ადგილი არ მოიძებნა.

AS-ს ცნობით ენრიკემ 55-კაციან სიაში ხუთი მეკარე აირჩია, მაგრამ დე ხეა მათ შორის არ არის. ამ დროისთვის შერჩეულია შემდეგი 5 მეკარე: უნაი სიმონი (“ბილბაო”); რობერტ სანჩესი (“ბრაიტონი”); კეპა არიზაბალაგა (“ჩელსი”); დავიდ სორია (“ხეტაფე”) და დავიდ რაია (“ბრენტფორდი”).

55 კაციანი შემადგენლობა – დე ხეა მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს

სტატიის ავტორი
-