5 დაუვიწყარი მატჩი: ცვატა ბერძენიშვილი

მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს ფსიქოლოგი ინტელექტ-კლუბის მოაზროვნე და არგენტინის გულშემატკივარი ცვატა ბერძენიშვილი გაიხსენებს.

მანჩესტერი – რეალი 4:3 (2002/03 ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი)

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც არასოდეს უნახავს ფეხბურთი და გინდათ, რომ სპორტის ეს სახეობა შეაყვაროთ. რომელ მატჩს აჩვენებდით? – ჩემთვის ეს საფეხბურთო სპექტაკლი ნომერ პირველი არჩევანია – სპექტაკლი ორი უდიდესი გუნდის და ბევრი უდიდესი მოთამაშის შესრულებით.

5 დაუვიწყარი მატჩი: ცვატა ბერძენიშვილი 1

მანჩესტერ სიტი – ქუინზ პარკ რეინჯერსი 3:2 (2011/12 პრემიერლიგა)

ზუსტად 2 წუთში შემოტრიალებული თამაში და 44 წლიანი პაუზის შემდეგ მოპოვებული ნანატრი ჩემპიონობა. ეს მატჩი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ფეხბურთში ემოციები შეიძლება წამებში რადიკალურად, 180 გრადუსით, შეიცვალოს.

5 დაუვიწყარი მატჩი: ცვატა ბერძენიშვილი 2

ლივერპული – ალავესი 5:4 (2000/01 უეფას თასის ფინალი)

დაუვიწყარი სანახაობა ორივე გუნდის შესრულებით, ორი წითელი ბარათით, ბევრი გოლით და დამატებით დროში ოქროს გოლით მოგებული ტიტულით.

5 დაუვიწყარი მატჩი: ცვატა ბერძენიშვილი 3

ბარსელონა – პსჟ 6:1 (2016/17 ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი)

ალბათ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი „ქამბექი“. პრაქტიკულად გავარდნისთვის განწირული ბარსელონას დაუვიწყარი „ლა რემონტადა“ და მატჩი, რომლის შესახებაც ათწლეულები ილაპარაკებენ.

5 დაუვიწყარი მატჩი: ცვატა ბერძენიშვილი 4

არგენტინა – სერბეთი 6:0 (2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი)

ეს მატჩი წმინდად სუბიექტური არჩევანია. ეს იყო ლეო მესის დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც გოლითაც დაგვირგვინდა. ეს იყო არგენტინის ნაკრები, რომელიც ამ შეხვედრაში დაფრინავდა და გულშემატკივრებს საჩემპიონო იმდებიც ჩაგვისახა, თუმცა…

5 დაუვიწყარი მატჩი: ცვატა ბერძენიშვილი 5

5 დაუვიწყარი მატჩი: ცვატა ბერძენიშვილი

სტატიის ავტორი
-