ოფიციალურად: აშრაფ ჰაკიმს კორონავირუსი დაუდგინდა

“ინტერის” ოფიციალური საიტი აანონსებს, რომ აშრაფ ჰაკიმი დღეს, “გლადბახის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

UEFA-ს პროტოკოლის მიხედვით ბოლოს ჩატარებულმა COVID-19-ის ტესტმა აჩვენა, რომ 21 წლის  მცველი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

როგორც “ნერაძური” იუწყება, ესპანელს ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ახლა  ფეხბურთელს ჯანდაცვის წესების დაცვა და იზოლაციაში ყოფნა მოუწევს.

ჰაკიმმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 4 შეხვედრაში მიიღო, მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ოფიციალურად: აშრაფ ჰაკიმს კორონავირუსი დაუდგინდა

სტატიის ავტორი
-