ფერგიუსონის სიტყვები, რომლებმაც გამოუცდელი რონალდუ აატირა

გამოცემა The Mirror კრიშტიანუ რონალდუს ბიოგრაფიული წიგნის ამონარიდს გვთავაზობს, სადაც პორტუგალიელისა და სერ ალექს ფერგიუსონის მომენტია აღწერილი.

როგორც იცით, რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებს 2003 წელს შეუერთდა.

გასახდელ ოთახში ფერგიუსონმა ემოციები ვერ გააკონტროლა და რონალდუს დაუყვირა:” თავი ვინ გგონია? შენ რა, ცდილობ, რომ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ითამაშო?… თუ ასე განაგრძობ, კარგი ფეხბურთელი ვერასდროს გახდები “.

რონალდუმ ტირილი დაიწყო, გასახდელ ოთახში გუნდელებმა ის მარტო დატოვეს.

” კრიშტიანუს ბევრი ასპექტის გაუმჯობესება სჭირდებოდა, ეს ქმედება კი არამარტო ფერგიუსონის, არამედ მთელი გუნდის მესიჯი იყო – რონალდუს უნდა ესწავლა”.

ფერგიუსონის სიტყვები, რომლებმაც გამოუცდელი რონალდუ აატირა

სტატიის ავტორი
-