ადელ ტაარაბტმა ბენფიკაში გადასვლიდან 4 წლის შემდეგ პირველად ითამაშა (ვიდეო)

გუშინ პორტუგალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში “ბენფიკამ” შინ “ტონდელა” 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში მაროკოელი ფეხბურთელის, ადელ ტაარაბტის დებიუტი შედგა.

29 წლის ნახევარმცველმა “ბენფიკაში” გადასვლიდან 4 წლის შემდეგ პირველად ითამაშა.

ტაარაბტი პორტუგალიურ გუნდს “ჯენოაში” ჰყავდა განათხოვრებული, შემდეგ კი “ბენფიკას” B გუნდში ათამაშებდა.

 

ადელ ტაარაბტმა ბენფიკაში გადასვლიდან 4 წლის შემდეგ პირველად ითამაშა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-