ახლოს პრემიერ ლიგასთან – ჩისკოს ზედიზედ მე-6 გამარჯვება ინგლისში

ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში “უოტფორდმა” შინ “შეფილდი” მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

“დინამო თბილისის” ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ინგლისში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და პრემიერლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. “უოტფორდი” 78 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ “სუონსის” კი, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 9 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ “უოტფორდმა” ზედიზედ მე-6 საშინაო თამაში მოიგო. გუნდს ასეთი შედეგი შიდა ჩემპიონატში 2011 წლის შემდეგ არ ჰქონია.

“უოტფორდი” შემდეგ მატჩს 5 აპრილს, “მიდლსბროსთან” გამართავს.

ახლოს პრემიერ ლიგასთან – ჩისკოს ზედიზედ მე-6 გამარჯვება ინგლისში

სტატიის ავტორი
-