ალეგრი: “კრიშტიანუ სხვა დონეზეა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “იუვენტუსი” სტუმრად “აიაქსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმიანო ალეგრიმ ამსტერდამელებთან დაპირისპირების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“კრიშტიანუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სხვა დონეზეა. მისი მოძრაობები ყველასგან განსხვავებულია. საოცარია, თუ როგორ იჭერს რონალდუ განსაკუთრებულ მომენტებს,” – თქვა ალეგრიმ.

 

ალეგრი: “კრიშტიანუ სხვა დონეზეა”

სტატიის ავტორი
-