ანდრე გომეშის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

“ევერტონის” 26 წლის ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა გუშინ “ტოტენჰემთან” მატჩისას ფეხი მოიტეხა.

უმძიმესი ტრავმის მიღებიდან მე-2 დღეს ცნობილი გახდა,  რომ პორტუგალიელი ნახევარმცველის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

“ევერტონის” ოფიციალური გვერდის თანახმად, გომეში რამდენიმე დღეს საავადმყოფოში გაატარებს. ანდრე ინგლისური გუნდის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

ანდრე გომეშის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

სტატიის ავტორი
-