ანდრე ონანა ავარიაში მოყვა – სერიოზულად არავინ დაშავებულა

“აიაქსის” მეკარე, ანდრე ონანა ავტოავარიაში მოყვა – შემთხვევა კამერუნში მოხდა.

25 წლის ფეხბურთელი დედაქალაქ იაუნდეში, ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე მიდიოდა, რა დროსაც მეორე ავტომობილს შეეჯახა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ონანას ავტომობილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

საბედნიეროდ, ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

ანდრე ონანა ავარიაში მოყვა – სერიოზულად არავინ დაშავებულა

სტატიის ავტორი
-