კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა “ანორთოსისმა” “პაფოსთან” – 1:0 მოიგო.

გამარჯვების შემოქმედი საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის ძირითადი დროის ბოლო წუთზე 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ოქრიაშვილთან ერთად, შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი: გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ნიკა კაჭარავამ კი მოედანი 58-ე წუთზე დატოვა. ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა 93-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ორ ტურში ორი გამარჯვებით 6 ქულა მოიპოვა და გათამაშების ლიდერია.

ანორთოსისმა ოქრიაშვილის გოლით მოიგო (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-