ანორთოსისში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

კვიპროსულ “ანორთოსისში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ავთო ებრალიძე ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაცია კვიპროსული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა და დაწერა, რომ 30 წლის შემტევი ნახევარმცველი ფამაგუსტელებთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს – ებრალიძის ხელშეკრულება ძალაში 2024 წლის ზაფხულამდე იქნება.

ებრალიძე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, იქამდე კი, 2021/22 წლების სეზონში, კვიპროსის ჩემპიონატის წარმომადგენელ “დოქსაში” თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 4 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

“ანორთოსისში” ბოლო წლების განმავლობაში არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, თემურ ქეცბაიას წასვლის შემდეგ კი გუნდში მხოლოდ ეროვნული გუნდის მეკარე, გიორგი ლორია დაჩა.

ანორთოსისში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

სტატიის ავტორი
-