ანორთოსისში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს

შესაძლოა, “ანორთოსისში” იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, გიორგი აბურჯანიამ “რეალ ოვიედოსთან” კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა, რათა პირველივე შესაძლებლობის დროს კლუბი დატოვოს.

balla.com.cy-ის თანახმად, არის შანსი, რომ 25 წლის ნახევარმცველი ქართველების “ანორთოსისს” შეუერთდეს.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ფამაგუსტას გუნდში 2014 წელს ერთხელ უკვე თამაშობდა. სწორედ კვიპროსული კარიერის შემდეგ გადავიდა გიორგი პირველად ესპანეთში, სადაც “ხიმნასტიკს” შეუერთდა.

 

ანორთოსისში შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს

სტატიის ავტორი
-