არარატი ევროპა ლიგის პლეი-ოფში დამარცხდა

დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. გამოვლინდა ყველა ის გუნდი, რომელიც 2019/20 წლების სეზონში ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ჩვენთვის საკმაოდ საინტერესოა “დუდელანჟისა” და “არარატ-არმენიას” დაპირისპირება. შეგახსენებთ, რომ სომხურმა კლუბმა წინა ეტაპზე “საბურთალო” გამოაგდო.

“არარატს” “დუდელანჟი” პირველ შეხვედრაში ბოლო წამებზე 2:1 ჰყავდა დამარცხებული.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ლუქსემბურგის ჩემპიონმა შინ “არარატს” იგივე ანგარიშით 2:1 მოუგო. ორრაუნდიან შეხვედრაში გამარჯვებული ვერც დამატებით ტაიმებში გამოვლინდა. საბოლოო ჯამში “დუდელანჟმა” სომხური კლუბი პენალტების სერიაში დაამარცხა.

“დუდელანჟი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ გავიდა.

არარატი ევროპა ლიგის პლეი-ოფში დამარცხდა

სტატიის ავტორი
-