არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, გამოცდილი სპეციალისტის გარდაცვალების მიზეზი გულის დაავადება (კარდიოპათია) გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საბელიას გაწვრთნილი არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ალეხანდროს გუნდი ბრაზილიურ მუნდიალზე გერმანიასთან, 0:1 დამარცხდა.

 

არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-