არგენტინისა და ბრაზილიის სკანდალური მატჩის არბიტრმა პირველი კომენტარი გააკეთა

კოპა ამერიკას ნახევარფინალში, ბრაზილიისა და არგენტინის მატჩი საკმაოდ სკანდალური გამოდგა.

“ალბისელესტეს” გულშემატკივარი და ფეხბურთელები მსაჯის ორმა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელები ბრაზილიელებმა 2-ჯერ საკამათოდ წააქციეს, თუმცა როდი სამბრანო ოლმედომ VAR არ გამოიყენა.

ვენესუელელმა არბიტრმა აღნიშნულ ეპიზოდებში პირველი კომენტარი გააკეთა.

“VAR-ის ოთახში გადახედეს ეპიზოდს და მიიჩნიეს, რომ პენალტი 50/50-ზე იყო. მათ მომენტის გადასამოწმებლად არ დამიძახეს.

“ორშაბათის ანგარიშში დავწერე, რომ VAR-ის არბიტრებს ჩემი ეკრანთან მოხმობა შეეძლოთ,” – თქვა ოლმედომ.

 

არგენტინისა და ბრაზილიის სკანდალური მატჩის არბიტრმა პირველი კომენტარი გააკეთა

სტატიის ავტორი
-