არსენალმა 27 წლის წინანდელი ცუდი სერია გაიმეორა 

ლონდონის არსენალი ცუდ ფორმაშია. უნაი ემერის პირველი მეტ-ნაკლებად წარმატებული სეზონის შემდეგ, მეორე წელს “მეთოფეებში” ჩავარდნა დაეწყო.

გარდა იმისა, რომ დედაქალაქელები პრემიერლიგაში ევროზონას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან, 3 ქულის მოპოვებას ვეღარც ევროპის ლიგაზე ახერხებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი “ფრანკფურტის აინტრახტთან” დამარცხდა და 27-წლის წინანდელი ცუდი სერიაც გაიმეორა.

“არსენალმა” ბოლო სამი მატჩიდან 2 წააგო, ბოლოს კი თვეზე მეტი ხნის წინ – 24 ოქტომბერს იმარჯვა, ისიც ევროპის ლიგაზე “გიმარაეშთან” (3:2). მას მერე გამართული 7 შეხვედრიდან ჩრდილო ლონდონურმა კლუბმა 5 ფრედ დაასრულა და ორშიც დამარცხდა, ასეთი ცუდი სერია კლუბს 27 წელია არ ჰქონია.

13 ტურის შემდეგ, პრემიერლიგაში “წითლები” 18 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან.

არსენალმა 27 წლის წინანდელი ცუდი სერია გაიმეორა 

სტატიის ავტორი
-