არსენალმა გენდუზი გაუშვა – ფრანგი ბუნდესლიგაში ითამაშებს

მიმდინარე სეზონიდან, მატეო გენდუზი გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს: ლონდონის “არსენალმა” ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი ბერლინის “ჰერტაში” გაანათხოვრა.

21 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი გახლავთ, რომლის განათხოვრებაც “მეთოფეთა” ხელმძღვანელებმა ამ სეზონში მას მერე გადაწყვიტეს, რაც მიკელ არტეტასთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

გენდუზი გერმანიის დედაქალაქში 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. მის სატრანსფერო ღირებულებას Transfermarkt-ი 32 მილიონ ევროდ აფასებს.

გენდუზი “არსენალში” 2018 წელს, უნაი ემერის განკარგულებით, “ლორიენიდან“, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 82 მატჩში 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ლონდონელებმა ფრანგი ფეხბურთელის განათხოვრებისთანავემადრიდის “ატლეტიკოდან” 45 მილიონ ევროდ ტომას პარტეი შეიძინეს და ამით ბოლო სატრანსფერო ფანჯრის რეკორდიც დაამყარეს.

არსენალმა გენდუზი გაუშვა – ფრანგი ბუნდესლიგაში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-