ატალანტა სერია ა-ს რეკორდსმენია

იტალიის “სერია ა”-ს 30-ე ტურში, ბერგამოს “ატალანტამ” ტურნირის რეკორდი მოხსნა.

გუნდმა საკუთარ მოედანზე “ბოლონია” 4:1 გაანადგურა. რეკორდი კი მდგომარეობს იმაში, რომ ოთხივე ბურთი მასპინძლებმა პირველ 15 წუთში გაიტანეს.

ანგარიში მე-3 წუთზე ილიჩიჩმა გახსნა. მე-5-ზე მან დუბლი გაიფორმა. ზუსტად 4 წუთში ჰატებურმა მესამედ აიღო “ბოლონიას” კარი, ხოლო კრისტიან ზაპატამ მე-15-ზე სხვაობა გამანადგურებელი გახადა.

“ატალანტამ” 87 წლიანი რეკორდი დაამხო. ბოლოს “სერია ა”-ს კალენდარული მატჩის საწყის 15 წუთში 4 ბურთი ტურინის “იუვენტუსს” ჰქონდა გატანილი. 1932 წელს “ბებერმა ქალბატონმა “რომას” კარში გაიტანა და ის მატჩი 7:1 მოიგო.

“ატალანტა” ამ გამარჯვებით მე-5 ადგილზე გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ “მილანს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ატალანტა სერია ა-ს რეკორდსმენია

სტატიის ავტორი
-