ატალანტას 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

დღეს იტალიიდან ტრაგიკული ინფორმაცია გავრცელდა – “ატალანტას” 19 წლის ფეხბურთელი ანდრეა რინალდი გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის გამო სახლში ვარჯიშობდა, რა დროსაც ტვინის ანევრიზმა დაემართა. 3 დღიანი ბრძოლის შემდეგ რინალდიმ სიცოცხლე დაასრულა.

ანდრეა “ატალანტას” სერია D-ის კლუბ “ლეგნანოში” იყო განათხოვრებული. ის ქალაქ ვარესეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ატალანტას 19 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-