ატლეტიკოს პრეზიდენტი რონალდუს: “5 ჩემპიონთა ლიგა არ მოგიგია”

20 თებერვალს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ატლეტიკომ” შინ “იუვენტუსი” მიიღო და 2:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მონენტში ტურინელთა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ “ატლეტიკოს” ფანებისგან შეურაცხყოფა მიიღო, რის შემდეგაც მათ მოგებული ჩემპიონთა ლიგის რაოდენობა შეახსენა.

“თქვენ ლიგის ტიტული არ გაქვთ, მე კი – 5,” – განაცხადა კრიშტიანუმ მატჩის შემდეგ.

“ატლეტიკოს” პრეზიდენტმა, ენრიკე კარეზომ რონალდუს სიტყვებს უპასუხა:

“შენ არა 5, არამედ 3 ჩემპიონთა ლიგა მოიგე. დარჩენილ 2 ფინალში შენ “ატლეტიკოსთან” ნამდვილად არ გაგიმარჯვებია.”

ატლეტიკოს პრეზიდენტი რონალდუს: “5 ჩემპიონთა ლიგა არ მოგიგია”

სტატიის ავტორი
-