‘ატომური ჭიანჭველა’ შესაძლოა MLS-ში დაბრუნდეს

‘ატომური ჭიანჭველა’ შესაძლოა MLS-ში დაბრუნდეს – დამატებით “ლოს ანჯელეს გალაქსი” ინტერესდება. ავტორიტეტული ჟურნალისტის ნიკოლო შირას თქმით, ანგელოზთა ქალაქის გუნდი მზადაა 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ზამთარშივე გაუფორმოს.

გალაქტიკოსების” მთავარი მწვრთნელი ამჟამად გრეგ ვანია, რომელიც  “ტორონტოში” 2013-20 წლებში მუშაობდა და ჯოვინკოს კარგად იცნობს. მათ ერად, 2017 წელს, ამერიკის ჩემპიონობა იზეიმეს.

Transfermarkt ჯოვინკოს 4 მილიონ ევროდ აფასებს. ამ სეზონში, სებასტიანს საუდის არაბეთის პროფესიონალურ ლიგაში “ალ-ჰილალის” მაისურით 11 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში ორი საგოლე გადაცემაა.

კარიერის განმავლობაში, ჯოვინკოს “ემპოლის”, “პარმას”, ტურინის “იუვენტუსსა” და იტალიის ნაკრებში უთამაშია – “სკუადრა აძურას” მაისური მან 23-ჯერ მოირგო და 1 გოლის გატანა მოახერხა.

‘ატომური ჭიანჭველა’ შესაძლოა MLS-ში დაბრუნდეს

სტატიის ავტორი
-