ბაიერნი შემტევით გაძლიერდა – დუგლას კოშტა გერმანულ გრანდში დაბრუნდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, 30 წლის დუგლას კოშტა “ბაიერნში” დაბრუნდა.

ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა გერმანიის ყველა დროის საუკეთესო კლუბმა:

https://www.facebook.com/fcbayern.en/posts/4614222248648813

ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბაიერნს” იჯარის წესით შეუერთდა. იგი გერმანულ გრანდში 2015 წლიდან 2017 წლამდე ირიცხებოდა, სადაც საერთო ჯამში 77 მატჩი ჩაატარა, თავი გოლით 14-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 27-ჯერ გამოიჩინა.

ბაიერნი შემტევით გაძლიერდა – დუგლას კოშტა გერმანულ გრანდში დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-