ბარსელონა ცენტრალური მცველის საკითხს 24 საათში მოაგვარებს

ესპანური გამოცემა Sport ინფორმაციას ავრცელებს, რომ “ბარსელონა” ცენტრალური მცველის საკითხს 24 საათში მოაგვარებს.

“ბლაუგრანა” ორ ვარიანტს განიხილავს. ლონდონის “ჩელსის” ანდრეას კრისტენსენი და “ვალენსიას” ხეისონ მურილიო “ბარსელონას” თვალთახედვის არეში მოხვდნენ.

მთავარი ამოცანა კრისტენსენის შეძენაა, ხოლო მეორე ვარიანთან სწორედ კოლუმბიელი მურილიო განიხილება.

გავლენიანი გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ მურილიოს ტრანსფერის დეტალები შეთანხმებულია და მალე დადასტურდება.

ბარსელონა ცენტრალური მცველის საკითხს 24 საათში მოაგვარებს

სტატიის ავტორი
-