ბარსელონამ დღეს მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა

რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა.

კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა.

“ბლაუგრანას” ფეხბურთელები კოპა დელ რეის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებენ – აღნიშნული შედეგი კი უნიკალურია.

ბარსელონამ დღეს მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა

სტატიის ავტორი
-