ბარსელონას ქალთა გუნდის საოცარი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ქალთა გუნდი პრიმერა დივიზიონში ბრწყინვალედ ასპარეზობს.

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და უკლებლივ ყველა მოიგო, ამასთან, გუნდს გატანილი/გაშვებული ბურთების საოცარი შეფარდება აქვს – 73 გატანილი გოლი და მხოლოდ 3 გაშვებული.

დღეს გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონას” ქალთა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და “რეალი” ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

კატალონიელები შეხვედრას 4:0 იგებდნენ, მაქსიმუმი რისი გაკეთებაც “რეალის” ქალთა გუნდმა შეძლო 81-ე წუთზე 1 გოლის გაქვითვა იყო.

13 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ “ბარსა”  მაქსიმალური ქულათა რაოდენობით (39) სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს, “ლევანტეს” ქალთა გუნდს 5 ქულით უსწრებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ კატალონიელებს “ლევანტეზე” 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ლუის კორტესის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ბრწყინვალე თამაშსაც აჩვენებს.

 

ბარსელონას ქალთა გუნდის საოცარი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

სტატიის ავტორი
-