ბათუმში ერთმანეთს ქართველი და ბელარუსი გულშემატკივარი დაუპირისპირდა

უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “დინამო ბათუმი” შინ “ბატესთან” 0:1 დამარცხდა.

სტუმარმა გუნდმა გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე გაიტანა, რასაც სტადიონზე ინციდენტი მოჰყვა.

როგორც ცნობილია, მატჩის მიწურულს ქართველი და ბელარუსი გულშემატკივარი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. “ბატეს” გოლის შემდეგ, სტუმრებმა ბათუმელი ქომაგების პროვოცირება სცადეს, რასაც უსიამოვნო ფაქტი მოყვა. საბედნიეროდ, პოლიციამ სიტუაციის განეიტრალება მალევე მოახერხა და შეხვედრა დამატებითი გართულებების გარეშე დასრულდა.

 

ბათუმში ერთმანეთს ქართველი და ბელარუსი გულშემატკივარი დაუპირისპირდა

სტატიის ავტორი
-