BBC-მ პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა

BBC-მ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო არაინგლისელი ფეხბურთელების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხალხის რჩეული ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, ტიერი ანრი გახდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ხმების 45% მიიღო.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ანრიმ პრემიერლიგაში 258 მატჩი ჩაატარა, სადაც 176 გოლსა და 76 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

რაც შეეხება მე-2 ადგილს, ხალხის აზრით, ტიერის შემდეგ საუკეთესო “იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი – კრიშტიანუ რონალდუა – 14%. მე-3 პოზიცია დაიკავა ერიკ კანტონამ, რომელმაც ხმების 12% მიიღო, მეოთხეა სერხიო აგუერო – 8%, მე-5 დიდიერ დროგბა – 6%, პიტერ შმეიხელი კი ხმების 5%-ით მე-6 პოზიციაზე გავიდა.

BBC-მ პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა

სტატიის ავტორი
-