BBC Sport – მანჩესტერმა მეორე ტრანსფერი განახორციელა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” სეზონის მეორე ტრანსფერი განახორციელა.

“წითელმა ეშმაკებმა” ‘კრისტალ პალასის” მარჯვენა მცველი, აარონ ვან-ბისაკა შეიძინეს. აღნიშნული ინფორმაცია BBC Sport-მა გაავრცელა.

“მანჩესტერ იუნაიტედს” აღნიშნული ტრანსფერი 56 მილიონი ევრო დაუჯდა. “იუნაიტედმა” 21 წლის ფეხბურთელს კვირაში 89 ათასი ევრო შესთავაზა.

ვან-ბისაკა “კრისტალ პალასის” აკადემიაში 11 წლის ასაკიდან თამაშობდა და პირველ გუნდში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა.

აარონ ვან-ბისაკა ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მისით პირადად ოლე გუნარ სოლსკიაერი იყო დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა. გუნდმა 21 წლის შემტევი, დანიელ ჯეიმსი “სუონსიდან” შეიძინა.

BBC Sport – მანჩესტერმა მეორე ტრანსფერი განახორციელა

სტატიის ავტორი
-