ბეილმა სტადიონი მაშინ დატოვა, როდესაც რეალი სოსიედადთან 1:4-ს აგებდა

კოპა დელ რეის 1/4 ფინალში “რეალი” შინ “სოსიედადთან” 3:4 დამარცხდა და თასიდან გამოვარდა.

მადრიდელთა განაცხადში კვლავ არ იყო გარეთ ბეილი, რომელიც 1 თვეა ტრავმირებულია. როგორც მოგეხსენებათ, უელსელს “სამეფო კლუბთან” ურთიერთობა გაუფუჭდა და დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, ესპანეთს დატოვებს.

გუშინდელი თამაშის 82-ე წუთზე, როდესაც “რეალი” “სოსიედადთან” 1:4-ს აგებდა, ბეილმა სტადიონი დატოვა და სახლისკენ გაემართა. საგულისხმოა, რომ გარეთი ზიდანის გუნდის შეხვედრიდან ნაადრევად წინა თვეებშიც წასულა.

 

ბეილმა სტადიონი მაშინ დატოვა, როდესაც რეალი სოსიედადთან 1:4-ს აგებდა

სტატიის ავტორი
-